კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
წინამდებარე ვებ-გვერდი გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაზე, მის სტრუქტურაზე და უნიკალურ სამედიცინო სერვისებზე.
ვებ-გვერდის რუბრიკებში ნავიგაციის მეშვეობით თქვენ შეძლებთ უფრო მეტი გაიგოთ ჩვენი დეპარტამენტების, მაღალკვალიფიციური პროფესიონალების და მოწინავე ტექნოლოგიების თაობაზე.;

ჩვენი კლინიკა
ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი პაციენტია, რომელზედაც ზრუნვის პროცესი მოიცავს თითოეული ინდივიდის უნიკალური საჭიროებების ღრმა ცოდნას და ამ საჭიროებებზე მორგებული პერსონალური გეგმის რეალიზაციას, საუკეთესო შედეგების უზრუნველსაყოფად

ჩვენი ისტორია
შპს ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა" (პირვანდელი სახელწოდება - მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა) 2009 წელს დაარსდა პროფესორ გოჩა ინგოროყვას მიერ.

ჩვენი უნიკალურობა
უმაღლესი ხარისხის ჰოლისტიკური სამედიცინო სერვისი ერთ სივრცეში! პაციენტთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული პროფესიონალიზმი და აკადემიური პოტენციალი!
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხელშეწყობა თანამედროვე მეცნიერული მიღწევების და მოწინავე ტექნოლოგიების ინტეგრაციის გზით!
ექსპერტული კონსულტაცია
კონსულტაციები საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ექსპერტებთან, სამედიცინო მომსახურეობის დაგეგმვასა და განხორციელებაში პაციენტთა სრულფასოვანი მონაწილეობის ხელშეწყობ ის გზით

ჰოლისტიკური მიდგომა
ჩვენი მიზანი პაციენტის მენტალური და ფიზიკური კეთილდღეობაა. ჩვენ უზრუნველვყოფთ ყოვლისმომცველ მხარდაჭერას და რეკომენდაციებს, პაციენტების ჯანმრთელობის მხარდაჭერის და დაავადებათა პრევენციის მიზნით

კლინიკის სტრატეგიული ორიენტირები
ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ სამედიცინო მომსახურების და პროფესიონალიზმის უმაღლესი სტანდარტები.
ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ სერვისების სრულყოფის და პაციენტების მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების თაობაზე.
ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ სერვისების განვითარებასა და გაფართოებაზე.
იხილეთ ჩვენი კლინიკის სტრატეგიული განვითარების გეგმა.
რეგულაციური დოკუმენტების პორთფოლიოს სანახავად გადადით ამ ბმულით