top of page
ყველა სიახლე


TEMOS აკრედიტაციის პროცესი
2024 წლის 28 ოქტომბრიდან, თსსუ და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში დაიწყო საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი, რომელსაც ახორციელებს
TEMOS International Healthcare Accreditation-ის კომისია, დოქტორ რაინერ ჰილგენფელდის, ადრიანი ფანოუს და დოქტორ მაიკლ დილან კასტლის შემადგენლობით.
დღიდან თავისი დაარსებისა (2010), TEMOS International Healthcare Accreditation (TIHA) ორიენტირებულია სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის პერმანენტულ ამაღლებაზე. აღნიშნულ მისიას TIHA ასრულებს გლობალური მასშტაბით და ითვლება წამყვან ინსტიტუციად საერთაშორისო აკრედიტაციის ინსტიტუციებს შორის, აკრედიტაციის ყველაზე სრულყოფილი პროგრამებით და სტანდარტების ფართო სპექტრით.
აკრედიტაციის კომისიის მუშაობა გაგრძელდება 31 ოქტომბრამდე.
მოგვმართეთ თქვენი ჯანმრთელობის პრობლემების თობაზე.
ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ!
bottom of page