top of page
ყველა სიახლე


ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრი
თსსუ და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში 2017 წლიდან დღემდე 600-მდე აუტოლოგიური და ალოგენური ნათესავური დონორის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციაა ჩატარებული. არსებული სტატისტიკისა და შედეგების მიხედვით, წარმატებით ვინარჩუნებთ EBMT (European Society for Blood and Marrow Transplantation) წევრის სტატუსს. დღეისათვის, ჩვენი მთავარი გამოწვევაა ღეროვანი უჯრედების დონორთა ბანკის შექმნა ქვეყანაში და მსოფლიო დონორთა ბანკის WMDA-ის (The World Marrow Donor Association) აკრედიტაციის მიღება. ჩვენი კლინიკის გუნდის აქტიური მუშაობითა და სახელმწიფოს მხარდაჭერით, პროცესი საბოლოო ეტაპს გადის. ვიმედოვნებთ, რომ 2025 წლის გაზაფხულზე ეს პროცესი წარმატებით დასრულდება.
მოგვმართეთ თქვენი ჯანმრთელობის პრობლემების თობაზე.
ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ!
bottom of page