top of page
ყველა სიახლე

პროფესორ იან შმიდტის ვიზიტი ჩვენს კლინიკაში
2025 წლის 16-20 სექტემბერს, თსსუ და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში დაგეგმილია პროფესორ იან შმიდტის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება კონსულტაციები ონკოლოგიური პაციენტებისთვის.
პროფესორი იან შმიდტი საერთაშორისო მნიშვნელობის ქირურგია, რომელსაც ჩატარებული აქვს კომპლექსური ონკოლოგიის და ტრანსპლანტოლოგიის 15 000-ზე მეტი ოპერაცია. 2007 წელს მას მიენიჭა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი. მას შემდეგ იგი რეგულარულად სტუმრობს საქართველოს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დარგის განვითარებაში.
მოკლე ინფორმაცია პროფ. შმიდტის კლინიკური საქმიანობის შესახებ:
- ვისცერული სოლიდური სიმსივნეების ქირურგია: პანკრეასის (პანკრეასის კარცინომა), ღვიძლის (ჰეპატოცელულური კარცინომა, მეტასტაზური დაზიანება), კუჭის (კარცინომა), წვრილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის, პერიტონეუმის (კარცინომატოზი), საკვერცხის (კარცინომა) სიმსივნეების მკურნალობის თანამედროვე ინტრაოპერაციული მეთოდები (HIPEC, PIPAC, ნანოდანით შეუქცევადი ელექტროფორაცია);
- თირკმლის და ღვიძლის ტრანსპლანტაცია ზრდასრულებსა და ბავშვებში;
- მინიინვაზიური ქირურგია;
- სისხლძარღვთა ქირურგია.
მოგვმართეთ თქვენი ჯანმრთელობის პრობლემების თობაზე.
ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ!
bottom of page