top of page
ყველა სიახლე

რეგისტრაცია ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების დონორთა ბანკში
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების დონორთა ბანკში მოხალისეების რეგისტრაცია დაიწყო. ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრში რეგისტრაციის სურვილი 45-მა ბენეფიციარმა გამოთქვა.
მერიის ჯანდაცვის სამსახურის მიერ, თითოეულ მოხალისეზე გაიცემა 5000-ლარიანი ვაუჩერული დაფინანსება, რომლითაც დაფინანსდება სპეციფიკური გამოკვლევები.
ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შექმნაზე მუშაობა სავარაუდოდ, 2025 წლის პირველ მარტს დასრულდება. ძვლის ტვინის დონორთა მსოფლიო ასოციაციში გაწევრიანების მიზნით, საქართველოს რეესტრში 500 დონორი უნდა ჰყავდეს რეგისტრირებული.
საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შექმნა, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ძვლის ტვინის ალოგენური (არანათესაური) გადანერგვის განხორციელებას.
მოგვმართეთ თქვენი ჯანმრთელობის პრობლემების თობაზე.
ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ!
bottom of page